„მზად ვართ გემსახუროთ და ყველა პირობა შევქმნათ წარმატებისთვის“ - ახმეტის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დახვდნენ
18-09-2023

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

ბავშვებისთვის სკოლის ეზო და საკლასო ოთახები ლამაზად, სადღესასწაულოდ მოირთო. მათ პედაგოგები დიდი სიყვარულით, სიხარულით შეეგებნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

დირექტორი - ქეთევან მჭედლური მათ სკოლაში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს ჰპირდება.

„ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, ახმეტის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. იწყება ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეძენის პროცესი. სკოლის პედკოლექტივი მზად არის უზრუნველყოს პოზიტიური, უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო სწავლისთვის, სადაც ყველა ფასდება. მზად ვართ გემსახუროთ და ყველა პირობა შევქმნათ წარმატებისთვის“, - აღნიშნავს დირექტორი ქეთევან მჭედლური.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203