ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას ამაღლებული განწყობით შეხვდნენ
18-09-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლა ახალი სასწავლო  წლის დაწყებას განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა.

სკოლაში, საკლასო ოთახები ლამაზად, ბუშტებითა და სადღესასწაულო დეკორაციებით მოირთო. პედაგოგები ბავშვებს დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულით შეეგებნენ და წარმატებები უსურვეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

ბავშვები სასწავლო პროცესს მოტივირებულები დაუბრუნდნენ.

ეს დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

სკოლის დირექცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203