ყვარელწყლის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
18-09-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი სადღესასწაულო განწყობით დაიწყო. 

მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ. მათ სკოლის ეზო, საკლასო ოთახები ლამაზად მორთეს და ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლეს. 

ბავშვებმა ახალი სასწავლო წელი შემართებით დაიწყეს. მათ სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და პედაგოგებს ყვავილები მიართვეს. 

სკოლის დირექცია ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203