შაშიანის საჯარო სკოლის 13 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ოთხი უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა
18-09-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის 13 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათგან ოთხმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

უნივერსიტეტებში სწავლას აგრძელებენ:

  1. გიორგი წიკლაური (100%-იანი გრანტი);
  2. სოფო ბიწკინაშვილი (70%-იანი გრანტი);
  3. გურამი ორველაშვილი (50%-იანი გრანტი);
  4. ნინო მესხიშვილი (50%-იანი გრანტი);
  5. სალომე ბიწკინაშვილი;
  6. ანი ბიწკინაშვილი;
  7. მარიამ ბიწკინაშვილი;
  8. ნათია გოქაძე;
  9. სანდრო გიორგაძე;
  10. თამაზი მაზანაშვილი;
  11. ანი ნაცვლიშვილი;
  12. მარიამ ვარდოსანიძე;
  13. თეა ჩეკურიშვილი;

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ, ახარებთ, რომ აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე განვლილი გრძელი გზის შემდეგ მათი მოლოდინები გამართლდა და ახალგაზრდებს ნათელ მომავალს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203