ჩალაუბნის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად იზრუნეს
18-09-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლა, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში შეეგება. 

სკოლაში მუდამ ზრუნავენ მოსწავლეების განწყობასა და წახალისებაზე, სწორედ ამ მიზნით, 15 სეტემბრისთვის საგანგებოდ მოირთო სკოლა, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეებზე და სასკოლო ცხოვრებაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და საერთო მიზნისკენ წინსვლა უსურვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო, მასწავლებლებო! საზეიმო და ამაღლებული განწყობით, ერთად დავიწყოთ საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებული წელი“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203