გურჯაანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისა და მშობლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო
18-09-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას ჰქონდა როგორც საინფორმაციო, ისე სახალისო ხასიათი. 

მასწავლებლებმა, მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართეს, მათთვის სკოლის პირველი დღე საოცარ დღესასწაულად აქციეს და სკოლაში შებიჯება მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, მათთვის გაცნობითი ექსკურსია მოეწყო, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ლაბორატორიას ესტუმრნენ. 

ასე საინტერესოდ დაიწყო, გურჯაანის საჯარო სკოლის პირვეკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203