ფერმის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
18-09-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები, დირექტორის - შახალ ისმაილოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

გაიმართა პირვლკლასელთა მიღების ცერემონიალიც. დირექტორმა, შახალ ისმაილოვმა პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და ბუკები საზეიმოდ გადასცა და მათ სკოლაში პირველი ნაბიჯები მიულოცა. 

დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. სასკოლო საზოგადოებამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203