რცხილათის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეთა დაჯილდოებით დაიწყო
18-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ სწავლის დაწყების პირველი დღე იზეიმა.

ღონისძიების შემდეგ სკოლის დირექტორმა - ხათუნა გამეზარდაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მოსწავლე-მასწავლებლებს, ასევე მშობლებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მან, ასევე, გასულ სასწავლო წელს მიღწეული შედეგებისთვის მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203