„განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა
15-09-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ია ჩინჩალაძემ, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს, მათ მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

განსაკუთრებული ემოციებით აღსავსე იყო ეს დღე პირველკლასელებისთვის, რადგან მათ პირველად შეაღეს კარი ცოდნის დიდ ტაძარში.

„I „ა“ და I „ბ“ კლასების დამრიგებლებმა: ც. ვარდოსანიძემ და ი. მეტონიძემ, გულში ჩაიკრეს პატარები და მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში არსებულმა, ქორეოგრაფიული სტუდიის, „მტრედების“, ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა გ. ტყვაცირიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და წარმატებები უსურვა.

„რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დ. ნემსაძემ ვრცლად ისაუბრა სკოლის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის, დიდი პედაგოგის, ბატონ მიხეილ არახამიას შესახებ , აღნიშნა მისი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სკოლის წინაშე , გაიხსენა 85 წლის საიუბილეო თარიღი. მან დალოცა სკოლის ეზოში შეკრებილი საზოგადოება და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

საზეიმო ცერემონიალზე განსაკუთრებით აღინიშნა დავით ლავრელაშვილის, მათე გურგენიძისა და დავით სვანიძის წარმატება ბათუმში ჩატარებულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მათ მოიპოვეს ოქროს მედლები და დაიმსახურეს ჩემპიონის ტიტულები. (უშუს მასწავლებელი: ზ. კაპანაძე).

საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ჰიმნის ფონზე, სკოლის მოსწავლეებმა აღმართეს საქართველოს დროშა.

ამ დღეს უძღვოდა ა. წერეთლის სიტყვები - „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა".

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203