„იყავით ყურადღებიანები, მხიარულები, მამაცები“... - სამების საჯარო სკოლაში პირველკლასელები სიყვარულით მიიღეს
15-09-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სადღესასწაულო განწყობით დაიწყო.
პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ, მათთვის ოთახები მორთეს და ეცადნენ ეს გამორჩეული დღე კიდევ უფრო გაელამაზებინათ. განსაკუთრებული სამზადისი და ფუსფუსი პირველკლასელთა დასახვედრად იყო. პატარა მოსწავლეებმა, რომლებმაც წელს სკოლის კარი პირველად შეაღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საკლასო სივრცეს გაეცნენ და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
„სკოლა გილოცავთ დღევანდელ დღეს, ძვირფასო პირველკლასელებო! დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! ახლა თქვენ პირველკლასელები ხართ. გელით სასარგებლო ცოდნის სამყარო, რომლის მიღების შემდეგ შეგიძლიათ გახდეთ ჭკვიანი, განათლებული მოზრდილები. მინდა, გისურვოთ მოთმინება და ძალა. ცოდნის მოპოვება ადვილი არ არის, მაგრამ არ ინერვიულოთ, სკოლა არამხოლოდ პასუხისმგებლობაა, არამედ ახალი მეგობრებიც, რომლებთან ერთად, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ივლით მხარ-მხარზე. ის ბედნიერი დღესასწაულები, საინტერესო გაკვეთილები, მხურვალე ცვლილებები და კეთილი მენტორ-მასწავლებლებია, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებიან. იყავით ყურადღებიანები, მხიარულები, მამაცები“,- ააღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა