ბოგვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სადღესასწაულო განწყობით დაიწყო
15-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

დირექტორმა მარინე მჭედლიშვილმა კი მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ შორის არიან პირველკლასელებიც - ყვავილებით ხელდამშვენებულმა ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203