დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეეგება - პედაგოგები და დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ
15-09-2023
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა საზეიმოდ მოირთო. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმით დახვდნენ და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი კი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც ბუკები გადაეცათ. მათთვის 15 სექტემბერი ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.