ბორბალოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ
15-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.
გაიმართა ღონისძიება, რითაც მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს. მორთული იყო როგორც სკოლის ეზო, ისე საკლასო ოთახები. მასწავლებლები მონატრებულ მოსწავლეებსა და პირველკლასელებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ - იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.