ბუზავეთის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
15-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. სასკოლო საზოგადოებამ კი სამასხოვრო ფოტოები გადაიღო.