
პირველკლასელებს კომპიუტერები გადაეცათ. სკოლამ მათ კალმები, ფანქრები და სახატავი რვეულები უსახსოვრა.
სკოლის დირექტორმა - იოსებ შავაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და მასწავლებლებს. მან გასული სასწავლო წლის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იყო წარმატებული როგორც კურსდამთავრებულების, ასევე მასწავლებლებისთვის - სკოლის ყველა კურსდამთავრებული ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და მათ შორის სამმა გრანტი მოიპოვა.
მისივე თქმით, აგრეთვე სამმა პედაგოგმა აიმაღლა სტატუსი(ორი უფროსი და ერთი წამყვანი პედაგოგი - მერი გობაძე).
აგრეთვე მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა - მამია შავაძემ და საკრებულოს დებუტატმა - ირმა შავაძემ მიულოცეს, რომლებმაც მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: