ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
15-09-2023
ქუთაისის N10 საჯარო სკოლა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგება. 

პედაგოგები ბავშვების დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ - სასკოლო გარემო, მათ შორის, კლასები შესაბამისი დეკორაციით მორთეს და მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად ექციათ. 

თავის მხრივ, მოსწავლეებმაც დიდი ჟრიამულით შეაღეს სკოლის კარი და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი გააჟღერეს. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203