ჩაქვის N2 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს დეკორატიურლი ჭიქები გადასცეს - ახალი სასწავლო წლის არაორდინარული დასაწყისი
15-09-2023

ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლა, ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სრული მზადყოფნითა და მაღალი მოტივაციით შეხვდა.

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განახლებული მერხებითა და რესურსებით აღჭურვილი  საკლასო ოთახები,  დაცული უსაფრთხების ნორმები და მრავალფეროვნად მორთული გარემო - ასეთი სკოლა დახვდა, 15 სექტემბერს,  221 მოსწავლეს. 

სკოლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, სადაც ხაზი გაესვა სკოლის მიღწევებსა და ახალ გამოწვევებს.

მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის, სკოლის 25 მოსწავლე ქების სიგელებით დაჯილდოვდა, 57 მოსწავლეს კი - მადლობა გადაუხადეს. 

ყველა პირველკლასელს, სახელმწიფო პროგრამით გადაეცა ბუკი,  სკოლის ყველა მოსწავლე დასაჩუქრდა  დეკორატიული ჭიქებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-7 კლასის წარმატებული მოსწავლე - ანანო ქათამაძე, რომელმაც გაიმარჯვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში, სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა საპატიო დიპლომითა და პლანშეტით.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ვაკანტური ადგილები ახალი კადრებით შეივსო და სკოლის ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს მაღალხარისხიანი განათლებისა და განსაკუთრებული მიღწევისათვის.

სკოლის დირექცია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველა მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს და საქართველოს ყველა მოქალაქეს!

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203