
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. გარდა ამისა, წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
იხილეთ ფოტოები: