თბილისის N192 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას გრანდიოზული ღონისძიებით შეხვდა
თბილისის N192 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლა პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში დახვდა. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად მოირთო, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
სკოლის ეზოში გამართულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლა ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს.
„ყველასთვის ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს 2023-2024 სასწავლო წელი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: