კალინინოს საჯარო სკოლაში 17 პირველკლასელი დიდი სიყვარულით მიიღეს
15-09-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის კარი 17-მა პირველკლასელმა შეაღო; მასწავლებლები ნინო ბუთურიშვილი, მურად ემინოვი და ნორასტა გასანოვა მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ. პედაგოგებმა საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. სასკოლო საზოგადოებამ კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203