„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებლეს, მშობელს“ - ცინარეთის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს პოპმეზურად შეეგება
15-09-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა, ახალ სასწავლო წელს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეეგება. 

სკოლის პირველი დღე, მოსწავლეებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმეს, მონატრებულ თანაკლასელებთან ერთად იმხიარულეს და ერთმანეთს წარმატება უსურვეს. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, ულოცავს მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას და მათ წინსვლას უსურვებს.

„გულითადად ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ახალი,  2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. ულევ წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203