„დარწმუნებული ვარ, ყველა მწვერვალს დაიპყრობთ“- გვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ
15-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო - საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
პირველკლასელებს დამრიგებელი იანა მეგრელიძე დიდი სიყვარულით შეეგება. აღსანიშნავია, რომ მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
„მახსოვს პირველად სასწავლებელში“- ამ ჰანგებს დღეს თავის მოსწავლეებთან ერთად, იანა მეგრელიძეც ღიღინებდა. დიახ, დღეს იანასთვისაც, როგორც მასწავლებისათვის, პირველი ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა, ტრადიციულად, საჩუქრად ბუკები მიიღეს და აღფრთოვანებულებმა მშობლიურ სკოლას ლექსები მიუძღვნეს. გილოცავთ ცოდნის ციცაბო მწვერვალებისკენ ბილიკ-ბილიკ, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას. დარწმუნებული ვარ, ყველა მწვერვალს დაიპყრობთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა