
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, 142-ე ცოდნის მაუწყებელი ზარი დაირეკა და სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყო.
„ცოდნის ზეიმი 2023“ - ასე უწოდებენ სკოლაში სასწავლო წლის პირველ დღეს, რომელიც შთამბეჭდავი ნომრებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით იყო დატვირთული.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე ქობალია გახლდათ, ქორეოგრაფები კი: გიორგი რეხვიაშვილი და ჟანა ბენიძე.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სკოლის დირექტორის - ფაქიზო ფანჩულიძის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც მოსწავლეები და პედაგოგები ენთუზიაზმით აავსო.
ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მამუკა ჩხეტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - სოსო კირკიტაძემ და სკოლის კურსდამთავრებულმა - მარეხი კანკაძემ მიულოცეს.
„142-ე ცოდნის მაუწყებელი ზარი დაირეკა - „საუკუნეზე მეტია რეკავენ შენი ზარები“, ცოდნის ზეიმს ტრადიციულად ლამაზი ღონისძიებებით შევხვდით.
წლევანდელი 2023-2024 სასწავლო წელი უნდა იყოს ხარისხის წელი, რომ სასწავლო წლის დასასრულს ღირსეულად დავკრიფოთ მაღალი მწვერვალებიდან ედელვაისი“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: