ოქტომბრის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმო ვითრებაში გადასცეს - ახალი სასწავლო წლის დაწყებას დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ
15-09-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა
ეს დღე განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც სკოლის ადმინისტრაციამ მიწვეულ სტუმრებთან ერთად, დიდი სიყვარულით კომპიუტერები გადასცა.
სკოლა ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს.
„განსაკუთრებით ვეფერებით და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი. ყველას გისურვებთ, ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით დაგვეძლიოს ეს სასწავლო წელიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა