„მზიანი დღეები და წარმატებული სასწავლო წელი, ჩემო მერცხლებო“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგმა პირველკლასელები დიდი სიყვარულით მიიღო
15-09-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
სკოლაში პირველკლასელთა დასახვედრად განსაკუთრებული მონდომებითა და სიყვარულით ემზადებოდნენ. დამრიგებელმა ლალი მურადაშვილმა პატარა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია - კლასი შესაბამისი დეკორაციით გააფორმა და მზრუნველობა გამოიჩინა.
„ბედნიერი, მზიანი დღეები, წარმატებული სასწავლო წელი, ჩემო მერცხლებო - ჩემო ნიკოლოზ და ანასტასია“,- წერს ლალი მურადაშვილი.
აღსანიშნავია, სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.