
სკოლაში 2 პირველკლასელი - ბარბარე ლაბაძე და ნინო ნეფარიძე მიიღეს, რომლებსაც შთამბეჭდავი ღონისძიებითა და ამაღლებული განწყობით დახვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმი საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდგომ კი დირექტორი - ზურაბ ნეფარიძე მოსწავლეებს, მათ მშობლებს მიესალმა, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სკოლის დირექტორმა ასევე გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები - ლიზი და ანანო ნეფარიძეები სიგელებით დააჯილდოვა, რის შემდგომაც ბავშვებმა თავიანთი ლექსებით და მისალოცი სიტყვებით გაალამაზეს ღონისძიება.
ღონისძიების დასასრულს კი წარჩინებული მოსწავლეები პირველკლასელებს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვაში დაეხმარნენ.
ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლებისთვის დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: