„როგორი ძვირფასია ეს ყველაფერი“ - თბილისის N208 საჯარო სკოლამ პირველკლასელებს საზეიმოდ მორთულ გარემოში უმასპინძლა
15-09-2023
თბილისის N208 საჯარო სკოლა პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში შეეგება და მათ სასკოლო ცხოვრებაში შებიჯება მიულოცა.
პირველი ზარი, პირველი საკლასო ოთახი, პირველი წიგნი, პირველი მერხი, პირველი მეგობარი და პირველი მასწავლებელი - დღე, რომელის ემოციებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ პირველკლასელებს.
სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მათ წინსვლას უსურვებს.
„როგორი ძვირფასია ეს ყველაფერი... ვულოცავთ ჩვენს პირველ კლასელებს 2023-2024 სასწავლო წელს. ვუსურვებთ უსაზღვრო წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.