
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - რუსუდან გამიშიძემ კვალიფიკაცია აიმაღლა და იგი პროფესიულ მღვაწეობას, უკვე წამყვანი მასწავლებლის სტატუსით გააგრძელებს.
ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა ამაყობს მასწავლებლის მიღწევით, ულოცავს პროესიულ წინსვლას და წარმატებას უსურვებს მას.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.