„სიყვარულის და ახალი მოლოდინების“ 15 სექტემბერი ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში - „გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს წარმატებების მომტანი“
15-09-2023

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - ასე მიულოცა ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება ჭიათურის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა, გურამ ლომიძემ სასკოლო საზოგადოებას.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებთან შესახვედრად დიდი სიყვარულითა და სიხარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს და პატარებს განწყობა აუმაღლეს; ბავშვებმა კი პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

დღეს, 15 სექტემბერს ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რაც ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება, უკეთ ისწავლონ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და რა თქმა უნდა კიდევ არაერთი წარმატებით გაახარონ როგორც ოჯახები, ისე მშობლიური სკოლა.

დღეს სკოლის ეზოში დიდი ჟრიამული და სიხარული იყო, 15 სექტემბერს კი „სიყვარულის და ახალი მოლოდინების დღე“ უწოდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203