განსაკუთრებული 15 სექტემბერი თბილისის N48 საჯარო სკოლაში - 2023-2024 საწავლო წელი დაიწყო
15-09-2023
დღეს, 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ, - ასე მიულოცა განათლების მინისტრმა სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.

განსაკუთრებული იყო 15 სექტემბერი თბილისის N48 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა. დირექციამ და პედაგოგებმა საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს და ბავშვებს ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს.

15 სექტემბერს თბილისის N48 საჯარო სკოლელებმა პირობა დადეს, რომ ძალიან, ძალიან კარგად ისწავლიან და მშობლები, პედაგოგებთან ერთად, მათი მიღწევებით აუცილებლად იამაყებენ.

თბილისის N48 საჯარო სკოლაში დიდი სიყვარული, სიხარული ტრიალებდა და 2023 წლის 15 სექტმბერი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება წარმატებისკენ სავალ გზაზე. 

სკოლა საყვარელ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203