ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი, ახალ სასწავლო წელს წამყვანის სტატუსით შეხვდა - „მსურს, ვიყო მაგალითი ჩემი კოლექტივისთვის“
15-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები განვითარებასა და პროფესიულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ შორის გახლავთ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ამავდროულად, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი - შორენა აკოფაშვილი, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ის მეორე პედაგოგია, რომელსაც წამყვანის სტატუსი აქვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლების 90%-ზე მეტი სერტიფიცირებულია, მათ უფროსის სტატუსი აქვთ. ისინი ახალ სასწავლო წელს მონდომებულები და მოტივირებულები შეხვდნენ.
„კოლექტივი შემართებით და მაღალი მოტივაციით ხვდება ახალ სასწავლო წელს და ასევე მაღალი მოტივაციით იწყებენ ჩვენი მასწავლებლები მომავალი წარმატებებისთვის ბრძოლას“,- ამბობენ სკოლაში.
ახალი სასწავლო წლის დაწყება კოლეგებს სკოლის დირექტორმა შორენა აკოფაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა
„კოლეგებო!! უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და აქვე დავამატებ, რომ მე როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დღეს უკვე წამყვანი მასწავლებელი, მსურს, ვიყო მაგალითი ჩემი კოლექტივისთვის და გასწავლოთ ბრძოლა წარმატებებისთვის. ეს იქნება რთული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი გზა, რომელიც თავდაჯერებულობასა და პროფესიონალიზმს გაგიასმაგებთ. არავინ თქვას, რომ მე ვერ შევძლებ! მე მწამს, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ!! გისურვებთ ყველას წარმატებას“,- წერს შორენა აკოფაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა