გაიცანით, გომბორის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ
15-09-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გომბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში განაგრძობენ. 

აღსანიშნავია, სკოლას 2 აბიტურიენტი ჰყავდა, ახალგაზრდებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

რუსუდან ღვინიაშვილი ოქროსმედალოსანია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა, ხოლო დავით ნიორაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის უფასო ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. 

სკოლა ამაყია მოსწავლეთა წარმატებით და მათ წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ მათ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203