თბილისის N119 სკოლის 20-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათგან ხუთი გრანტის მფლობელია 
14-09-2023
თბილისის N119 საჯარო სკოლის 20 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის ხუთმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. 

წელს სკოლიდან უნივერსიტეტებში დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას:  

  1. ქრისტინე წიკლაური - თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები - 70%-იანი გრანტი;
  2. ელენე წიკლაური - თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - 50%- იანი გრანტი;
  3. ნატო ლაფაჩი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები - 50%-იანი გრანტი;
  4. დიტო გვრიტიშვილი - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი -  50%-იანი გრანტი;
  5. თათია მუზაშვილი - ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 50%-იანი გრანტი.
სკოლაში ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და მათი წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ. სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებსა და მწევრვალების დაპყრობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203