ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორ ვიოლა ხარაბაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 
14-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა ხარაბაძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. 

სკოლის დირექტორმა მასწავლებლის სტატუსი აიმაღლა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ვიოლა ხარაბაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში დირექტორის წარმატება ახარებთ და წინსვლას ულოცავენ. 

„სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს დირექტორს - ვიოლა ხარაბაძეს წამყვანის სტატუსის მოპოვებას“,- ვითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203