
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე იუბილარია. თავის საქმეზე შეყვარებული, წარმატებული ხელმძღვანელი, რომელის სკოლის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება. სკოლაში მის ღვაწლს აფასებენ და დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„მშვენიერო ქალბატონო, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, მთელი შემადგენლობის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს. ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ, უფლის წყალობა, კეთილდღეობა დიდხანს გეცოცხლოთ და მუდმივად გაგეხარებინოთ ყველა კეთილისმსურველის გული.
„ქალი, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე,
ქალი, რომელსაც უნდა იცნობდეთ,
ქალი, რომელზეც უნდა ფიქრობდეთ,
ქალი, რომელიც უნდა გიყვარდეთ,
ეს ქალი თქვენ ხართ - გვინდა იცოდეთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.