„ვამაყობთ თქვენით!“ - ალისუბნის თემის N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის სამმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
- სალომე ხუჯაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გრანტი 50%);
- ელა ერგემლიძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გრანტი 50%);
- ლანა ბუცხრიკიძე - ევროპის უნივერსიტეტი (გრანტი 50%);
- მარიამ არაბიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გენადი ბოჭორიშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თამუნა რიჟამაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გიორგი ფართლაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თამუნა ფართლაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- მიშიკო მაჩიტიძე - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- მალხაზ თურქაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას. წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების ქვაკუთხედი. ვამაყობთ თქვენით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.