ალისუბნის თემის N2 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ   
14-09-2023

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ: 

  1. სოსო ბეღელაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) 50%-იანი გრანტი;
  2. ნიკოლოზ ბუცხრიკიძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  3. ანა სახელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი;
  4. ხატია ბუცხრიკიძე - საქართველოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობა;
  5. თეონა კერესელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქიმია.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203