„7 მედალი, 14 სტუდენტი და 5 გრანტი“ - ძევრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება
14-09-2023

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლას წელს 7 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს, სკოლის 14 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ამასთან, მათგან ხუთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს და მათ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებს. 

„ხმალმა გაგვასწოროს“... ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს...

მოდელირებული ისტორიული ფაქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ძევრის სკოლის მოსწავლეებში. მსგავსი მიდგომები სხვადასხვა საგნებში განაპირობებს მოსწავლეების საკითხით ღრმად დაინტერესებას და შემდგომ წარმატებას. 7 მედალი, 14 სტუდენტი, და 5 გრანტი. დაუჯერე ძევრის სკოლას“ - წერს სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203