თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ რაია მაჩაიძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
14-09-2023

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი რაია მაჩაიძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება. 

სკოლის პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 
„ვულოცავთ, ყველასათვის საყვარელ, ნიჭიერ, საქმისადმი და სკოლისადმი თავდადებულ რაია მასწავლებელს, წამყვანის სტატუსის მინიჭებას!

პროფესიული წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პედაგოგის საქმიანობაში, აღიარება კი ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაციის წყარო.

გილოცავთ, მრავალ სასწავლო წელს ახალი შემართებით და იდეებით დატვირთული შემოგეღოთ სკოლის კარი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203