ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, ოთხმა კი სახელმწიფო დაფინასება მოიპოვა
14-09-2023

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის კურსდამთარებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებული აბიტურიენტებიდან ყველა სტუდენტი გახდა. მათგან ოთხი გრანტის მფლობელია. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. ირმა ბრეგაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები 70%-იანი გრანტი;
  2. ლიკა გოგოლაშვლი - თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართალი - 70%-იანი გრანტი;
  3. გურამ  თორთლაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერებები - 70%- იანი გრანტი;
  4. შოთა ქასრაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მენეჯმენტი - 50%-იანი გრანტი;
  5. მანანა კლდიაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერებები;
  6. მარიამ პაპიძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგია;
  7. მიშიკო აბესაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  8. ნათია აბჟანდაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

​სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. დირექცია და პედაგოგები მათ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„გილოცავთ სტუდენტობას! ვულოცავთ პედაგოგებს, მშობლებს. გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების განხორციელებას. გვჯერა თქვენი შრომისმოყვარეობის, ნიჭიერების. გვჯერა საიმედო დასაყრდენი იქნებით და უახლოეს მომავალში მაღალი პროფესიონალიზმით ჩადგებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში“,- ვკითხულობთ დირექტორის მოადგილის ირინა აბულაძის მოწოდებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203