დიდი დმანისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ სწავლას
13-09-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. მარიამ გოგავა - კავკასიის უნივერსიტეტი - ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (ინგლისურენოვანი) 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება;
  2. თამთა ტატუაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი;
  3. ნიკა მარტიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203