„გვეამაყებით“- ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
13-09-2023

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ამასთან, ოთხმა მოსწავლემ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  • დათო ლელაძე;
  • მიხეილ ორბელაძე;
  • მარიამ ნასრაძე 50%-იანი გრანტი;
  • ლიზი ნასრაძე 100%-იანი გრანტი;
  • ნინო საცერაძე 100%-იანი გრანტი;
  • ქრისტინე ლუტიძე 50%-იანი გრანტი;
  • ჯონი ბეღელაძე.

სკოლის დირექტორი სალომე ჭუმბურიძე კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში წარმატებით ჩარიცხვას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს.

„ბედნიერების მომგვრელია ის ფაქტი, როდესაც ცოდნის ამ პატარა ტაძარში მიღებული განათლებით მიაღწევ სასურველ მიზანს. გილოცავთ, ჩვენო გამორჩეულო კურსდამთვრებულებო, აწ უკვე სტუდენტებო, თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპს, მჯერა კიდევ ბევრჯერ იამაყებს თქვენი მშობლიური სკოლა თქვენი წარმატებით...  გვეამაყებით“,- ვკითხულობთ დირექტორის გავრცელებულ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203