„წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს გისურვებთ“-დაგვას საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ
13-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის 16 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. მათ შორის, თამარ ჯინჭარაძემ 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ნათელ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.
„დაგვას საჯარო სკოლა, ულოცავს ამავე სკოლის 16 კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას და უსურვებს წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს. ასევე, თამარ ჯინჭარაძეს ვულოცავთ 50%-იანი გრანტის მოპოვებას. ჩვენ თქვენით ვამაყობთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა