ცაგერის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა დოლბაია ახალ სასწავლო წელს წამყვანის სტატუსით ხვდება
13-09-2023

ცაგერის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა დოლბაია 2023-2024 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით იწყებს. 

სკოლის მათემატიკის მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

„ჩვენი სკოლის მათემატიკის უფროს მასწავლებელს - ინგა დოლბაიას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და კვლავ პროფესიულ ზრდას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203