საგარეჯოს N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, მათ შორის 21-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
13-09-2023

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. სკოლის 21-მა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლის ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით გააგრძელებს სწავლას, ხუთი 70%-იანით, თერთმეტი კი - 50%-იანით.

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„სკოლისთვის საამაყოა თითოეული მოსწავლის მიღწევა და წარმატება: ხუთი 100%-იანი; ხუთი - 70%-იანი; თერთმეტი -50%-იანი გრანტოსანი კურსდამთავრებული გვყავს და კიდევ ბევრი წარმატებული სტუდენტი. გილოცავთ, ბავშვებო, ცხოვრების საინტერესო ეტაპზე გადასვლას!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203