„ვამაყობთ თქვენით!“ - გიორგიწმინდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავენ
13-09-2023

აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  • მიხელ ჭიაბერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მარიამ გულისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ნინი ჯანდაგაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • ვასილ მეკოკიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გიგი ხოსიტაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • გიორგი ბუჩაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • ლუკა ჟამურელი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნიკა ღრეული - კავკასიის უნივერსიტეტი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„გიორგიწმინდის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას! სკოლა ამაყობს თქვენით! წარმატებული წლები თქვენ!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203