სენაკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ჯილდა ხუნჯუამ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
13-09-2023

სენაკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ჯილდა ხუნჯუა ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება. 

მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი პედაგოგს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და წარმატებულ და ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას უსურვებს. 

„სენაკის მესამე საჯარო სკოლა პედაგოგს ჯილდა ხუნჯუას ვულოცავთ წამყვანის სტატუსის მინიჭებას“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203