„მადლობა აღიარებისთვის!“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე 21-ე საუკუნის უნარების აკადემიის საპატიო წევრია
13-09-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორ მარინე ტაბატაძისთვის უწყვეტი პროფესიული ზრდა-განვითარება წარმატების გასაღებია. ამიტომ, აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში. მათ შორის ის გლობალური საგანმანათლებლო საზოგადოების წერია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს გამოცდილებას უზიარებს.

ის, ასევე, გახლავთ 21-ე საუკუნის უნარების აკადემიის საპატიო წევრი. ახლახანს, კი მსოფლიო გარემოს დაცვის ელჩის წოდებაც მოიპოვა, გარემოსდამცველი მოსწავლეების აღზრდისთვის. 

დირექტორს აღიარება ახარებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. 

„მადლობა აღიარებისთვის!“,- წერს სოციალურ ქსელში მარინე ტაბატაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203