ნაბაკევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გურამიკო შენგელია ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
13-09-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ. 

წლევანდელი კურსდამთავრებული გურამიკო შენგელია სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. სადაც უკვე 29 აგვისტოდან შეუდგა სწავლას. 

სკოლაში კურსდამთავრებულს მიღწეულ შედეგს ულოცავენ, წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ და სჯერათ, რომ მისი მიღწევებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203