ნაბაკევის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - ნანა ჩომახიძესა და აკაკი წულაიას მენტორის სტატუსი მიენიჭათ
13-09-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლას ორი მენტორი მასწავლებელი შეემატა. 

მათემატიკის მასწავლებელმა - ნანა ჩომახიძემ  და ინგლისური ენის პედაგოგმა, აკაკი წულაიამ მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მოიპოვეს. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა

სკოლის დირექცია და მასწავლებლები - ნანა ჩომახიძესა და აკაკი წულაიას პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„მათმა დაუღალავმა შრომამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა შედეგი გამოიღო. ისინი ახალ სასწავლო წელს უკვე მენტორის სტატუსით ჩვეული შემართებით შეუდგებიან მუშაობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203